თსუ პროფესიული სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების პროგრამის ფარგლებში შემეცნებითი ვიზიტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსიდან დაიწყო.
პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების, მისი დამფუძნებლების, პირველი პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების შესახებ ისტორიულ ფოტო და დოკუმენტურ მასალას სტუდენტები თსუ მუზეუმში გაეცნენ.
ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმში კი მათ მუდმივმოქმედი ექსპოზიცია დაათვალიერეს, სადაც წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ მასალები, ხელნაწერები და პირად ნივთები.
სტუდენტები თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზსაც ეწვივნენ, სადაც უნიკალურ კოლექციებს და გამოცემებს გაეცნენ. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უმდიდრესია საქართველოში და 4 მილიონზე მეტ წიგნსა და პერიოდულ გამოცემას აერთიანებს.